მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ პროფესიული კოლეჯების ისტორიაში პირველად, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში შეიქმნა ეკოკლუბი ,,Kadupul Flower", რომლის მიზანიც არის - ყველა სტუდენტისთვის, მისი შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი უნარების, განათლების მიღების, სამეცნიერო, შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების განვითარება. ჩვენ გვაქვს 12 თვე, 365 დღე და 8760 საათი , რათა მივაღწიოთ მნიშვნელოვან პროგრესს, უკეთესი სამყაროს შექმნის გზაზე
მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს